სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დასავლეთ საქართველოს აბონენტების ნაწილს 15-18 მარტს ელექტროენერგია შეეზღუდება

15 მარტი, 2016 • ნიუპრესი • 1

დასავლეთ საქართველოს აბონენტების ნაწილს 15-18 მარტს ელექტროენერგია შეეზღუდება

ქუთაისი. პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით მაღალი ძაბვის ქვესადგურებში „ქუთაისი-4“ და „ქუთაისი-5“ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება შემდეგ ფიდერებს:

· 15 მარტს, 11:00-14:00 სთ – ფიდერი „92“, ბარათაშვილის, გამარჯვების, გველესიანის, დია ჩიანელის, თავისუფლების, პეტრიწის, ბუაჩიძის, რუსთაველის, ჯავახიშვილის ქ.

· 15 მარტს, 14:00-17:00 სთ – ფიდერი „60“, ბაგრატის, ისიანის, ყაზბეგის, ცაცხვების, ჭაბუკიანის ქ.

· 16 მარტს, 11:00-14:00 სთ – ფიდერი „58“, ბარნოვის, ჭონქაძის, ჯავახიშვილის ქ.

· 16 მარტს, 14:00-17:00 სთ – ფიდერი „გელათი“, ძნელაძის, ვაჟა-ფშაველას მე-4 და მე-6 ჩ, გაფრინდაშვილის, კიკვიძის, ყაზბეგის, ძნელაძის ქ.

· 17 მარტს, 11:00-14:00 სთ – ფიდერი „139“, ანტონ კათალიკოსის, წყალტუბოს, წყაროს, ჭაბუკიანის, კოღუაშვილის, ცაცხვების ქ.

· 18 მარტს, 11:00-14:00 სთ – ფიდერი „ბავშვთა სოფელი“, ახალგაზრდობის გამზირი.

· 18 მარტს, 11:00-14:00 სთ – ფიდერი „სპ 7“, ახალგაზრდობის გამზირი.

ზესტაფონი. 16 მარტს 12:00-დან 17:00-მდე დაგეგმილია ქ/ს “ზესტაფონი-1”-ის გამორთვა გეგმიურ-პროფილაქიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით. ძაბვა შეუწყდებაქ/ს დაახლოებით 9600 აბონენტს ქ. ზესტაფონში და სოფლებში ზედა საქარა, ქვედა საქარა, ჭალატყე.

გადართვების დროს შესაბამისად 2-2 წუთიანი ძაბვის წყვეტა ექნება ქ/ს “ხარაგაული-წევას”, “შროშას”, “საქასრიას”, “ბოსლევს”, “ფუთს” და “დილიკაურს”.

ტყიბული. 17 მარტს მ/ძ გადამცემ ხაზ „ოკრიბაზე“ დაგეგმილი გაჩეხვითი და პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-18:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდებათქვესადგურების „ხრესილისა“ და „ხრესილი-წევას“ მომხმარებლებს ტყიბულის რაიონის სოფლებში ხრესილი, ლეღვა, სოჩხეთი, ძმუისი, ბუეთი, კისორეთი, ახალდაბა,წყნორი და ძუყნური. უამინდობის შემთხვევაში სამუშაოები არ ჩატარდება.

ამბროლაური. გეგმიურ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ქვესადგურში „ამბროლაური“ 16 მარტს 11:00-14:00 საათამდე დაგეგმილია ფიდერ „ამბროლაურის“ (დაახლოებით 800 აბონენტი ქ. ამბროლაურში) გამორთვა, ხოლო 18 მარტს გამოირთვება ფიდერი „საავადმყოფო“ (დაახლოებით 500 აბონენტი ქ. ამბროლაურში).

თეგები: ელექტროენერგიაენერგო–პრო ჯორჯიაშეზღუდვა