სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კამპანიის “ეს შენ გეხება” ფარგლებში ქუთაისში აქცია გაიმართება

16 მარტი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

კამპანიის  “ეს შენ გეხება” ფარგლებში ქუთაისში აქცია გაიმართება

კამპანიის “ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ” ფარგლებში ქუთაისში აქცია გაიმართება. აქცია სახელწოდებით, “ისევ გვისმენენ, ისევ ავრცელებენ” 19 მარტს, 13.00 საათზე დაიწყება.

აქციის ორგანიზატორი “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” იმერეთის რეგიონის კოორდინატორი ზურაბ ზამბახიძე მიიჩნევს, რომ აქციას ყველა ადამიანი უნდა შეუერთდეს, ვისთვისაც ფარულ თვალთვალსა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა სულ ერთი არაა.
აქცია ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, თეთრ კოლონებთან გაიმართება.

თეგები: აქციაეს შენ გეხებაკამპანია