სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ლგბტ აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ

18 მარტი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ლგბტ აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ

ქუთაისში, პარლამენტთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ისინი დღეს დაგეგმილი აქციის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან ლგბტ უფლებების აქტივისტების აქცია იგეგმება.

აქციის სავარაუდო მიზეზი პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებაა. ცვლილების მიხედვით, ოჯახის, როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობის დაკანონებას ითვალისწინებს.

აქციას უკვე მოყვა შეფასებები უმრავლესობაში. დეპუტატების განცხადებით, მათ ვერ წარმოედგინათ ქუთაისში მსგავსი აქცია თუ გაიმართებოდა. ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატებმა, თამაზ მეჭიაურმა და ომარ ნიშნიანიძემ განაცხადეს.

თეგები: აქციალგბტ