21 მარტს ქუთაისში კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას რამდენიმე ამერიკული ბენდი მიიღებს. აშშ-ის საელჩოს მოწვევით საქართველოში ხუთკაციანი ვოკალური პოპ ანსამბლი „The Exchange” ჩამოდის.
ბენდი ამერიკული სატელევიზიო ქსელი NBC-ის მუსიკალური კონკურსის The Sing Off ფინალისტია. ამჟამად ჯგუფი ტურნეს ატარებს იგივე კონკურსის წინა წლებში გამარჯვებულ ბენდებთან ერთად: Street Corner Symphony და VoicePlay .
კონცერეტი მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრში 18:00 საათზე გაიმართება, დასწრება თავისუფალია. მხარდამჭერი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაა.