შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოში ყველაზე დაბალი ანაზღაურება განათლების სფეროში ფიქსირდება

20 მარტი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 28

საქართველოში ყველაზე დაბალი ანაზღაურება განათლების სფეროში ფიქსირდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2015 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებს აქვეყნებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2015 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი – 1549 ლარია და ის საფინანსო სექტორში დაფიქსირდა. ყველაზე დაბალი ანაზღაურება კი განათლების სფეროშია – თვეში საშუალოდ 541 ლარი.

მეორე ადგილზეა მშენებლობა – 1522 ლარით, ხოლო მესამეზე სახელმწიფო მმართველობაა – 1450 ლარით. 2014 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად მშენებლობაში გაიზარდა – 180 ლარით, 90 ლარით არის გაზრდილი სახელმწიფო მმართველობაში.

2015 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1012 ლარი შეადგინა. 2015 წლის მესამე კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 9%-ით გაიზარდა, ხოლო 2014 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 6.5%-ით არის გაზრდილი.

თეგები: ანაზღაურებამონაცემებიხელფასი