ქუთაისში, ახალგაზრდა მამაკაცს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა საღორიაზე მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ქვეითად მოსიარულე ქუჩაზე სწორედ მაშინ გადადიოდა, როდესაც მერსედესის ფირმის ავტომობილი სწრაფი სიჩქარით მოძრაობდა. როგორც “ნიუპრესს” განუცხადეს, უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი, რომლის განცხადებით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ქუთაისში მამაკაცს მანქანა დაეჯახა
21 მარტი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1
თეგები: ავარია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები