შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან” (PHOTO)

21 მარტი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 26

“მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან” (PHOTO)

ქუთაისის მე-12 ბაგა – ბაღში დაუნის სინდრომის მქონე პირთა დღე აღნიშნეს.

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, მოადგილემ ბექა ყანჩელმა და ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველმა დაუნის სინდრომის მქონე პირთა დღე მე-12 ბაგა ბაღში აღნიშნეს. ბაღში ამ სინდრომის მქონე პატარა აღსაზრდელი სწავლობს.

ქუთაისის ხელისუფლების წარმომადგენლები პატარებთან ანიმაციური ფილმების გმირებთან და “ნიღბების თეატრის” მსახიობებთან ერთად მივიდნენ.

დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბაღის აღსაზრდელებმა თეატრალური წარმოდგენა იხილეს.

ქუთაისის ბაგა-ბაღებში მსგავსი ტიპის აღსაზრდელებისადმი შესაბამისი ადაპტირებული გარემოა შექმნილი.

თეგები: დაუნიშოთა მურღულია