“ქუთაისქალაქობა” წელს არა მოლოდ 2 მაისს, არამედ ერთი კვირის განმავლობაში აღინიშნება. კვირეულის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. წელსაც ქუთაისს “გარდენია შევარდნაძე” ეწვევა.
3 მაისს დილიდან დაიწყება ყვავილების ფესტივალი ცოცხალი მუსიკის თანხლებით. მოხდება ყვავილების გამოფენა–გაყიდვა. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ქალაქის ცენტრში მოწყობილ ბაზრობაზე სასურველი ყვავილი შეიძინონ.