ქუთაისის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმში გამოფენა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება მე-20 საუკუნის ქუთაისის ცენტრალური ნაწილის ფოტოები, ცენტრალური მოედნის, ბაღის კიდის, ბულვარის და მერიის ძველი ფოტოები.
გამოფენა 3 მაისს გაიხსნება და კვირის განმავლობაში დარჩება. ღონისძიება “ქუთაისქალაქობის” ფარგლებში ეწყობა.
ქალაქში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.
ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმს შენობა წლების განმავლობაში არ ჰქონდა და მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გადაეცა. ახლადგახსნილ სიცრცეში ეს პირველი გამოფენა იქნება.