11 მუნიციპალიტეტის მერები და მერების მოადგილეები აშშ-ში, ფლორიდის შტატში იმყოფებიან
საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის მერები და მერების მოადგილეები აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე იმყოფებიან.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ კოორდინაციითა და ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8 ივნისს ხუთი დღით საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის მერი და მერების მოადგილეები აშშ-ში, ფლორიდის შტატში ეკონომისტთა და ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე გაემგზავრნენ.
კონფერენციაზე განსახილველი თემებია: საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და პროგრამული ბიუჯეტირება, ბიუჯეტირების ეფექტიანობის შესახებ სიახლეებისა და მიგნებების განხილვა.
კონფერენციაში მონაწილეობენ რუსთავის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ყაზბეგის, გარდაბნის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მერები.
ვიზიტი დააფინანსა „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციამ“. ასევე, ნაწილობრივი ხარჯი გაიღეს შესაბამისმა მუნიციპალიტეტებმა.
ავტორი: