11 თებერვლიდან ქუთაისში ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი იცვლება - სატრანსპორტო კომპანია
11 თებერვლიდან ქუთაისში ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი იცვლება, - ინფორმაციას ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ყოველდღიურად მათი მომსახურებით 25 ათასამდე მგზავრი სარგებლობს.
„ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის N169 დადგენილებაში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, დამტკიცდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების გადახდის ახალი ტარიფები.
2023 წლის 11 თებერვლიდან, ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება და მისი ღირებულება, M2 და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისათვის ( ავტობუსები და მიკროავტობუსები), გახდება 60 თეთრი.
გადახდის სისტემის ოპტიმიზაციისა და კომფორტულად მგზავრობის მიზნით, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გარდა , მოქმედებს “თიბისის“ ნებისმიერი საბანკო ბარათი.
ქუთაისში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, 30 000-მდე მოქალაქე სარგებლობს სხვადასხვა სახის შეღავათით. ქალაქში მოძრაობს თანამედროვე, კომფორტული ავტობუსები და მიკროავტობუსები. მოწესრიგებულია სვლაგეზები და დაცულია ტრანსპორტის მოძრაობის სქემები.
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია, ყოველდღიურად, რამდენიმე ათეული ავტობუსის საშუალებით ემსახურება 25.000 -ზე მეტ მგზავრს. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი თავს არიდებს მგზავრობის საფასურის გადახდას.
მსგავსი შემთხვევების პრევენციისა და მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში შექმნილია მგზავრთა მონიტორინგის განყოფილება, რომლის ფუნქციაა უბილეთო მგზავრების გამოვლენა და მათი, კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით, დაჯარიმება. კომპანიის კონტროლიორები, ყოველდღიურად, ქალაქის სხვადასხვა უბანში, ახორციელებენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქე ვალდებულია, მუნიციპალურ ტრანსპორტში ამოსვლისთანავე გადაიხადოს მგზავრობის ღირებულება.
უბილეთოდ მგზავრობა იწვევს პირის დაჯარიმებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის შესაბამისად და ჯარიმის ოდენობა 20 ლარს შეადგენს, რომელიც უნდა დაიფაროს, საჯარიმო ოქმის ჩაბარებიდან, 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, ჯარიმის თანხას ემატება საურავი, დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
მგზავრს უფლება აქვს, ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაასაჩივროს გადაწყვეტილება.
ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ !". - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა