|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

11 წლის ბიჭის დედა თურქეთიდან უკან საბერძნეთში დააბრუნეს- ოჯახი დახმარებას ითხოვს

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ოჯახი დახმარებას ითხოვს. გარდაცვლილის დის ინფორმაციით, ბავშვის დედა საქართველოში ბრუნდებოდა, თუმცა საბუთებში არსებული პრობლემის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან საბერძნეთში დააბრუნეს.

მისი თქმით, ბავშვის დაკრძალვა დედის ჩამოსვლამდე არ სურთ და ხელისუფლებას და საელჩოს დახმარებას თხოვენ.

 "ათი წლის უნახავი შვილი გარდაეცვალა, მოდიოდა და თურქეთის საზღვრიდან უკან გააბრუნეს, პასპორტს ვადა გაუვიდაო, ვითხოვთ, დახმარებას. იქნებ საელჩო ჩაერთოს, რომ მოახერხოს დაკრძალვაზე ჩამოსვლა. შაბათს უნდა დაგვეკრძალა და არ ვიცით, როდემდე გადავდებთ"-განაცხადა თინათინ აბჟანდაძემ.

მან ასევე ისაუბრა მამისთვის პატიმრობის შეფარდებაზე და განაცხადა, რომ არ ჯერათ მამის მიერ შვილის ცემა და ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. მან დაადასტურა, რომ ბავშვი პატრულის ნომერს ითხოვდა, თუმცა ის არა მამის წინააღმდეგ, არამედ უსაფრთხოებისთვის უნდოდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა