სიონში ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლასთან დაკავშირებით წირვა აღევლინა
სიონის საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და მეუფეებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლასთან დაკავშირებით წირვას აღავლენს.
წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
რაც შეეხება ახალი პარტიარქის არჩევას, სინოდის სხდომა სამაშაბათს გაიმართება, სადაც მღმდელმთავრები სამ კანდიდატს დაასახელებენ, რომელთაგანაც ერთი შეირჩევა.
ავტორი: ნიუპრესი


16:48
17:26
21:51
11:34
15:17
















