სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის “ტორპედო” საჩხერეს “ჩიხურასთან” დამარცხდა

3 აპრილი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის “ტორპედო”  საჩხერეს “ჩიხურასთან” დამარცხდა

ქუთაისის “ტორპედო” საჩხერეს “ჩიხურამ” ანგარიშით 0:2 დაამარცხა. შეხვედრა ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. პირველ ტაიმში სტუმრები საკმაო უპირატესობას ფლობდნენ და მიზანმიმართულადაც მოქმედებდნენ. მართალია, რეალური საგოლე მომენტები არ შეუქმნიათ, მაგრამ ნახევარი საათის განმავლობაში მათ 5-ჯერ დაარტყეს კვასხვაძის კარის მიმართულებით. „ჩიხურას“ მონდომებამ 37-ე წუთზე გამოიღო შედეგი. კორიფაძემ საკუთარი საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით ქუთაისელთა ნახევარზე, ვოლკოვის მისამართით გაგზავნა ბურთი და ანგარიში გახსნა.
თამაშის განახლებიდან 10 წუთში საჩხერელებმა მეორე გოლიც გაიტანეს.

საბოლოო ჯამში, ანგარიშით 0:2 ქუთაისის “ტორპედო” საჩხერეს “ჩიხურასთან” დამარცხდა. საჩხერის “ჩუხურამ” მატჩის შედეგით გათამაშების ცხრილში 3 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ქუთაისის “ტორპედო” კი სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-8 ადგილზეა.

თეგები: ანგარიშისაჩხერესპორტიტორპედო