ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის კონცერტები გაიმართება

4 აპრილი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის კონცერტები გაიმართება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 4-7 აპრილს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის კონცერტები გაიმართება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, ზუგდიდში, ლანჩხუთში, სენაკში, სამტრედიაში, დაბა ურეკში, მსმენელებს საშუალებას ექნებათ გაეცნონ აუთენტურ ინსტრუმენტებზე და აუთენტური მანერით შესრულებულ ბაროკოს ეპოქის მუსიკას.

აპრილში დაგეგმილ კონცერტებში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად მონაწილეობას კონტრტენორი მიხეილ აბრამიშვილი მიიღებს.

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი კონცერტებს დასავლეთ საქართველოს რეგიონებში 15-16 მაისსაც გამართავს. ამჯერად ორკესტრს, გერმანელი დირიჟორი კრისტოფ მაიერი უდირიჟორებს.

თეგები: კონცერტიორკესტრი