ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, “მწერალთა სახლის“ შენობა ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა

8 აპრილი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისში, “მწერალთა სახლის“ შენობა  ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა

ქუთაისში “მწერალთა სახლის“ შენობა ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა. მანამდე ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა. როგორც “მწერალთა სახლის“ თავმჯდომარემ თემურ ლანჩავამ განაცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ შენობა ქუთაისის “მწერალთა სახლს” გადაეცეს.

ლანჩავას განცხადებით, არის პირობა იმისა, რომ “მწერალთა სახლი” შენობის მხოლოდ პირველ სართულს დაიკავებს.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში გვიდასტურებენ, რომ შენობა ქუთაისის მერიას გადაეცა, თუმცა როგორ მოხდება გასხვისება, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

თეგები: მწერალთა სახლინიუპრესი