დასრულდა ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილების მიერ ორგანიზებული – გელა დარსაძის სახელობის ტურნირი კალათბურთში.
ტურნირში თბილისის ორმა გუნდმა “ორბიმ“ და „ჰიუნდაიმ“, ქუთაისის გუნდმა „ქუთაისმა“ და რუსთავის გუნდმა „რუსთავმა“ მიიღეს მონაწილეობა.
ფინალში ერთმანეთს რუსთავის და ქუთაისის გუნდები შეხვდნენ, გამარჯვება ქუთაისის „ქუთაისმა“ მოიპოვა.
გამარჯვებულები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ დააჯილდოვეს, ხოლო გარდამავალი თასი ახალგაზრდა სპორტსმენებს გელა დარსაძის მეუღლემ გადასცა.
გელა დარსაძის ტურნირში ქუთაისმა გაიმარჯვა
18 აპრილი, 2016 • ნიუპრესი • 1
თეგები: კალათბურთი • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები