ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გზაჯვარედინზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არიან დაშავებულები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
მიმდინარეობს გამოძიება.