სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბაღდათის გამგებელი ანტიკორუფციული სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს

25 აპრილი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 63

ბაღდათის გამგებელი ანტიკორუფციული სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს

ინფორმაციას ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარე გია მაჩიტაძე.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე დააკავეს. როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გია მაჩიტაძემ “ნიუპრესს” განუცხადა, გამგეობაში ანტიკორუფციუილი სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც გეგეშიძე შენობიდან გაიყვანეს, თუმცა მიზეზი და ადგილმდებარეობა უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გამგებელს ბრალი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვასა და ტენდერების უკანონოდ ჩატარების გამო ცოტა ხნის წინა დასდეს. თავად გეგეშიძე “ნიუპრესთან” საუბარში ბრალდებებს უარყოფდა.

თეგები: ბაღდათიირაკლი გეგეშიძე