ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

3 მაისს ქუთაისში გალა კონცერტს “ბიგ-ბენდი” გამართავს

2 მაისი, 2016 • ნიუპრესი • 1

3 მაისს ქუთაისში  გალა კონცერტს “ბიგ-ბენდი” გამართავს

3 მაისს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტს “ბიგ-ბენდი” გამართავს. თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი ‘’ბიგ-ბენდი” ქუთაისს გვირილობის ფარგლებში ეწვევა. ჯაზ ბენდის შემადგენლობაში არიან მაია ბარათაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, მარიკო ებრალიძე,ზაურ შავგულიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ალეკო ბერძენიშვილი, თემურ საჯაია, ვასიკო დოლიძე.

მოწვეული მომღერლები – ნესტან ჯიბლაძე, მარიკო ლაჟავა, ნინი გველესიანი.

ორკესტრი დაარსდა 1997 წელს, მისი სამხ.ხელმძღვანელია – გივი გაჩეჩილაძე. “ბიგ-ბენდი” მუსიკალურ წრეებში მაღალპროფესიულ, საუკეთესო საშემსრულებლო ხარისხის თანამედროვე კოლექტივადაა აღიარებული.

ბოლო წლებია ბიგ-ბენდი წარმატებით მოგზაურობს უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში.

კონცერტის ქალაქის ცენტრალური მოედანზე 20:00 სთ-ზე დაიწყება.

თეგები: ბიგ-ბენდიგვირილობა