ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ნაციონალური მოძრაობის“ სიის ფორმირება რეგიონებში გაგრძელდება

6 მაისი, 2016 • ნიუპრესი • 27

“ნაციონალური მოძრაობის“ სიის ფორმირება  რეგიონებში გაგრძელდება

სერგო რატიანის თქმით, საარჩევნო სია 10 დღეში გასაჯაროვდება.

“ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის საარჩევნო სიას დაახლოებით 10 დღეში გაასაჯაროებს. ამის შესახებ გუშინ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სერგო რატიანმა განუცხადა. მისი თქმით, სიის ფორმირების ძირითადი ეტაპი შედგა, რის შემდეგაც პროცესი რეგიონებში გაგრძელდება.

სიის ფორმირების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, ვინ იქნებიან პოლიტიკაში ახალი სახეები, რომლებიც საარჩევნო სიის პირველ ადგილებს დაიკავებენ.

„შედეგებს 10 დღის შემდეგ მოგახსენებთ. სიაში იქნებიან დემოკრატიულად შერჩეული კანდიდატები. ყველა რეგიონს საშუალება აქვს თავად წარმოადგინონ კანდიდატები. სწორედ ამით მოვიგებთ ჩვენ არჩევნებს და სახლში გავისტუმრებთ ბიძინა ივანიშვილს“, – აღნიშნა რატიანმა.

სხდომაზე ოდესიდან მიხეილ სააკაშვილი „სკაიპით“ ჩაერთო.

თეგები: ნაციონალური მოძრაობაპოლიტიკასაარჩევნო სიასერგო რატიანი