ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში გოჩა ჭაბუკაიძის სოლო კონცერტი გაიმართება

6 მაისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 34

ქუთაისში გოჩა ჭაბუკაიძის სოლო კონცერტი გაიმართება

მომღერლის ტურნე საპროდიუსერო კომპანია „ორიელის“ ორგანიზებით საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში იგეგმება.

10 მაისს, 19:00 საათზე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მომღერალ გოჩა ჭაბუკაიძის სოლო კონცერტი გაიმართება. მომღერლის ტურნე საპროდიუსერო კომპანია „ორიელის“ ორგანიზებით საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში იგეგმება.

ტურნეს ფარგლებში რიგით მე-6 კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაში ჩართულები არიან ყველასათვის საყვარელი პოეტები: ტარიელ ხარხელაური, თემურ ჩალაბაშვილი, ერეკლე საღლიანი, ასევე მომღერალი ნუკრი მენთეშაშვილი და მოცეკვავე გიორგი ბეღელაძე.

გოჩა ჭაბუკაიძე პროექტმა “ნიჭიერი” ძალიან პოპულარული გახადა. ის მაყურებლის ფავორიტი და საყვარელი მომღერალია, არამარტო საქართველოში, არამედ უკრაინაშიც, სადაც მას დიდი წარმატება ხვდა წილად.

რამდენიმე თვის წინ მომღერალთან ინტერვიუ “ნიუპრესმა” ჩაწერა.

თეგები: გოჭა ჭაბუკაიძეკონკურსი / ანონსიკონცერტიქუთაისი