ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა

7 მაისი, 2016 • Newpress • 1

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 30 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 581 031ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 26,9 მლნ აშშდოლარის ღირებულების ღვინო, რაც15%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

იანვარ-აპრილის თვეების მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი – 5 925 933ბოთლი;
  2. უკრაინა -1 488 737 ბოთლი;
  3. ყაზახეთი- 1 281 100ბოთლი;
  4. ჩინეთი – 779 425 ბოთლი;
  5. პოლონეთი – 682 522ბოთლი.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი – 84% (5925933), უკრაინა – 70% (1488737), ჩინეთი – 58% (779425), პოლონეთი – 31% (682 522), ლიტვა – 37% (183636), ყირგიზეთი – 171% (107646), გერმანია – 23% (104950), ბელარუსი – 31% (134120), დიდიბრიტანეთი – 72% (50128)დასხვა.

ამასთან, მსოფლიოს 11 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 799 700 ბოთლი (0,75 ლ) ბრენდი, რაც 86%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 6, 4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინო მასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 47,4 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის 4 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 33,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

(R)

თეგები: ეკონომიკასტატისტიკაღვინო