ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გიორგი ვაშაძე პირველ ოფისს ქუთაისში დღეს გახსნის

9 მაისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

გიორგი ვაშაძე პირველ ოფისს ქუთაისში დღეს  გახსნის

დღეს ქუთაისში გიორგი ვაშაძე ჩამოდის. ყოფილი “ნაციონალი” დეპუტატი რუსთაველის გამზირიდან ცენტრალურ მოედნამდე მსვლელობას შეუერთდება. აქცია ევროპის დღეების ფარგლებში “ინოვაციებისა და განვითარების” ფონდის ინიციატივით ეწყობა.

ვაშაძე მომავალ აქტივისტებსა და მოსახლეობას შეხვდება და სამომავლო გეგმებს გააცნობს.

დღესვე გიორგი ვაშაძე საქართველოს მასშტაბით პირველ ოფისს ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე გახსნის. ამის შესახებ “ნიუპრესს” პრესსამსახურის მოვალეობის შემსრულებელმა თეონა ჭალიძემ განუცხადა.

თეგები: გიორგი ვაშაძეოფისის გახსნა