ქუთაისის მერიაში ქალაქისთვის „ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილეს. – ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცე3ლებს.
მათივე ცნობით, საკითხთან დაკავშირებით ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციის (ACES Europe) საექსპერტო კომისიის წევრებს ქუთაისის მერის მოადგილეები დავით ნიშნიანიძე და შალვა მშვილდაძე შეხვდნენ.
„ქუთაისის კანდიდატურა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციაში „ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის სტატუსის მოსაპოვებლად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარადგინა. ფედერაციის საექსპერტო კომისია ქუთაისს შეფასებისა და მონიტორინგის მიზნით ეწვია.
შეხვედრაზე საექსპერტო კომისიის წევრებს ქუთაისის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და ქუთაისის ტრადიციები და შესაძლებლობები გააცნეს. სტუმრები ასევე გაეცნენ ქუთაისის სპორტულ ინფრასტრუქტურას.
შეხვედრას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აცხადებს ქუთაისის მერია.