ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტყიბულში ქუთაისელი გოგონა კლდიდან გადავარდა

9 მაისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

ტყიბულში ქუთაისელი გოგონა კლდიდან გადავარდა

ტყიბულში ქუთაისელი გოგონა კლდიდან გადავარდა. უბედური შემთხვევა 2 საათის წინ მოხდა.

როგორც ”ნიუპრესს” თვითმხილველებმა შეატყობინეს, სამაშველო სამსახური გოგონას ამოყვანას ამ დრომდე ვერ ახერხებს, რის გამოც თბილისიდან ვერტმფრენი გამოიძახეს.

თვითმხილველების განცხადებით, გოგონა ცოცხალია, თუმცა გადაადგილება არ შეუძლია.

”ნიუპრესი” აგრძელებს თემაზე მუშაობას, დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.

არსებული ინფორმაციით, ტყიბულში ქუთაისელი ახალგაზრდების ჯგუფი ადგილობრივი სალოცავების მოსალოცად იმყოფებოდა.

თეგები: უბედური შემთხვევა