ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მაშველებმა კლდიდან გადავარდნილი გოგონას გადარჩენა შეძლეს

9 მაისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

მაშველებმა კლდიდან გადავარდნილი გოგონას გადარჩენა შეძლეს

ტყიბულში კლდიდან გადავარდნილი გოგონას დასახმარებლად მიმდინარე სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დაშავებული გოგონა ამ დროისთვის ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამაშველო ოპერაცია ცხრაჯვარის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
რთული რელიეფიდან გამომდინარე ადგილობრივ სამაშველო სამსახურს დედაქალაქიდან დამატებით, სამი სამაშველო ბრიგადის და ერთი ვერტმფრენის დახმარება დასჭირდა.

შსს-ს ინფორმაციით, ტურისტული ჯგუფის სხვა წევრები არ დაშავებულან.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა.

თეგები: უბედური შემთხვევა