ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“გირჩის” ოფისს ზესტაფონში ნიკა ქავთარაძე უხელმძღვანელებს

10 მაისი, 2016 • ნიუპრესი • 34

“გირჩის” ოფისს ზესტაფონში ნიკა ქავთარაძე უხელმძღვანელებს

ოფისის გახსნა ზესტაფონში, 11 მაისს იგეგმება.

ზესტაფონში “ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის” რაიონულ ორგანიზაციას ცნობილი იუმოროსტი ნიკა ქავთარაძე უხელმძღვანელებს.

ოფისის გახსნა ზესტაფონში, 11 მაისს იგეგმება.

“გირჩის” იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თემურ ცამციშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში “გირჩის” რაიონული ორგანიზაციები სამტრედიაში, ბაღდათში, წყალტუბოსა და ხონში გაიხსნება.

“ახალი პოლიტიკური ცენტრი” ზესტაფონში წერეთლის #1-ში დაიწყებს საქმიანობას. ოფისის გახსნას ორგანიზაციის ლიდერები დაესწრებიან.

თეგები: გირჩინიკა ქავთარაძე