ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ჯარიმის ქვითრები მანქანის საქარე მინაზე საინფორმაციო ხასიათისაა”

11 მაისი, 2016 • ნიუპრესი • 54

“ჯარიმის ქვითრები მანქანის საქარე მინაზე საინფორმაციო ხასიათისაა”

შპს “პარკინგსერვისი” მოქალაქეებს მოუწოდებს გაგებით მოეკიდონ შემოღებულ რეგულაციებს.

“ჯარიმის ქვითრები მანქანის საქარე მინაზე საინფორმაციო ხასიათისაა” -ამის შესახებ შპს “პარკინგსერვისი” აცხადებს. ამით შპს-ს ადმინისტრაცია დღეს “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ლიდერის გოგი წულაიას განცხადებას პასუხობს სადაც განმართავს, რომ მოქალაქეებს ჯარიმის გადახდის ვალდებულება ქვითრის ბინაზე მიღების შემდეგ ეწყებათ.

“ჯარიმის ქვითრების ის ფურცელი, რომელიც მანქანის საქარე მინაზე ხვდება დაჯარიმებულს, არის საინფორმაციო ხასიათის და ატყობინებს მოქალაქეს, რომ ის დაჯარიმებულია პარკირების დადგენილი წესების დარღვევის გამო. იმის შემდეგ, რაც აღნიშნული ქვითრის მეორე ნაწილი მიუვათ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მათ დაეწყებათ ჯარიმის გადახდის ვალდებულების იმ ერთთვიანი ვადის ათვლა, რაც დადგენილია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით. კიდევ ერთხელ გვინდა ვთხოვოთ ჩვენს მოქალაქეებს, გაგებით მოეკიდონ შემოღებულ რეგულაციებს, რომლებიც მიმართულია ჩვენ ქალაქში საყოველთაოდ მიღებული და თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვისაკენ”, – განმარტავს შპს „პარკინგსერვისის“ ადმინისტრაცია.

შეგახსენებთ, გოგი წულაიამ დღეს მერიის წინ აქცია- პერფორმანსი გამართა, სადაც შპს “პარკინგსერვისის” საჯარიმო ქვითარი დაწვა. მან მძღოლებს მოუწოდა ჯარიმის საფასურის გადაუხდელობისაკენ მოუწოდა. წულაიას განცხადებით, აღნიშნული კომპანიის ჯარიმის გადახდა სავალდებულო არაა.

თეგები: გოგი წულაიაპარკინგსერვისიჯარიმა