ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დაააკავეს

12 მაისი, 2016 • ნიუპრესი • 188

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დაააკავეს

ეჭვმიტანილს ბრალად 20 ლარიანი ყალბი კუპიურების გასაღება ედება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მაკა გაგლოშვილი დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს ტერიტორიაზე სისტემატურად ასაღებდა ყალბ 20 ლარიან კუპიურებს. დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 76 ერთეული 20 ლარიანი ყალბი კუპიურა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

თეგები: 20 ლარიდაკავება