ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საჩხერის რაიონიდან 9 ადამიანი გაიტაცეს

13 მაისი, 2016 • ნიუპრესი • 138

საჩხერის რაიონიდან  9 ადამიანი გაიტაცეს

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 9 ადამიანი დააკავეს რუსმა სამხედროებმა საჩხერის რაიონის სოფელ ოტრიაში. როგორც საჩხერის გამგებელმა განაცხადა, ადგილობრივები, სავარაუდოდ, ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ წასული.

“ადგილობრივები ჯონჯოლის საკრეფად დადიან, მაგრამ საზღვრის იქეთ არ გადადიან, ჩვენ შარშანაც ვაფრთხილებდით მოსახლეობას და წელსაც,”-განაცხადა საჩხერის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.

თეგები: დაკავებარუსისაჩხერის რაიონი