სუპერლიგის ფინალი კალათბურთში 17-18 მაისს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. პლეი ოფის გადამწყვეტ მატჩზე “ქუთაისის2010” თბილისის “დინამოს” შეხვდება. ნახევარფინალში ქუთაისმა, სოხუმის გუნდი 39 ქულიანი სხვაობით დაამარცხა.
ქუთაისელებს აქამდე ერთადერთხელ, 2013-2014 წლების სეზონში აქვთ ნათამაშები ფინალში და ისიც „დინამოსთან“. მაშინ ჩემპიონობა დინამოელებს ერგოთ.
შეხვედრა სპორტის სასახლეში 18:30 წუთზე დაიწყება.