ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

17 მაისს ქუთაისში პრეზიდენტს ელოდებიან

16 მაისი, 2016 • ნიუპრესი • 28

17 მაისს ქუთაისში პრეზიდენტს ელოდებიან

გიორგი მარგველაშვილი ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს გახსნის.

17 დან 20 მაისის ჩათვლით ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი იმართება. ფესტივალს, სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტი გახსნის. გიორგი მარგველაშვილს ქუთაისში ხვალ ელოდებიან.

„ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2016“ ოფიციალური გახსნა დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში 18 საათზეა დაგეგმილი.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენები, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში გასტანს, გაიმართება ასევე პერფორმანსი და კონფერენცია.

“არტ ფორუმის” ფარგლებში ქუთაისს 15 ქვეყნის 25 მხატვარი სტუმრობს.

ფესტივალს, 20 მაისს, ანიტა რაჭველიშვილის და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტი დაასრულებს.

თეგები: არჩევნებიგიორგი მარგველაშვილი