ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“სხვა გზა არ გვაქვს, სახლში საკვები უნდა მივიტანოთ”

19 მაისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 29

“სხვა გზა არ გვაქვს, სახლში საკვები უნდა მივიტანოთ”

ქუთაისში მამა სამ შვილთან ერთად მოწყალების სათხოვად ქუჩაში გამოვიდა.

“მამა რამდენი მოგცა, პურს ვიყიდით” – ქუთაისში სამი მცირეწლოვანი მამასთან ერთად მოწყალებას ითხოვს. მოწყალების პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა, დღეს პეტრე და მისი შვილები ოჯახში პურს და საკვებს მიიტანენ.

პეტრე ქვიტირში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. სამსახური ქონდა, თუმცა ახლა არაფერი გააჩნია და გადაწვიტა შვილებთან ერთად დახმარება კეთილი ადამიანებისგან ითხოვონ. სახლში მეუღლე და ახლად შეძენილი ჩვილი ელოდება. მათვის საკვები უნდა მიიტანონ.

“ცხოვრებამ განაპირობა ასე, რომ მე დღეს სამ შვილთან ერთად მოწყალებას ვითხოვ. ღმერთი ყოველთვის გვეხმარება და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება. დღეს სხვა გზა არ გვაქვს, სახლში საკვები უნდა მივიტანოთ”, – აღნიშნა პეტრემ “ნიუპრესთან” საუბარში.

თეგები: მოწყალებანიუპრესისაზოგადოებაქუთაისი