ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოგი წულაია წარადგინეს

20 მაისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 35

ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოგი წულაია წარადგინეს

პარტია ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა მოსახლეობას თანაპარტიელებთან ერთად შეხვდა.

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლების მცხოვრებლებს პარტია ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა თანაპარტიელებთან ერთად შეხვდა. კუკავამ მოსახლეობას საპარლამერნტო არჩევნებში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოგი წულაია წარადგინა.

”ქუთაისელებს ძალიან კარგად ახსოვთ, წინა არჩევნებისას ვინ აირჩეს. ადამიანი, რომელსაც პარლამენტის სხდომებზე ეძინა და ქუთაისისთვის არაფერი გაუკეთებია. ისიც ძალიან კარგად ახსოვთ, ვინ იდგა ყველა სოციალურად დაუცველის გვერდით, ვინ დადიოდა ქუჩა-ქუჩა და იცავდა გაჭირვებული ადამიანების ინტერესებს. ამიტომ, ვფიქრობ დროა, მოქალაქეებმა აირჩიონ პატიოსანი ადამიანი, ვინც იზრუნებს მათთვის. ჩვენ, ერთად ვიბრძოლებთ გამარჯვებისათვის”,-განაცხადა კუკავამ.

შეგახსენებთ, ქუთაისი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.

თეგები: გოგი წულაიაკახა კუკავა