ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თამაზ მეჭიაურმა ”ქართული ოცნება” დატოვა

21 მაისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

თამაზ მეჭიაურმა  ”ქართული ოცნება”  დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა ”ქართული ოცნება” დატოვა. აღნიშნულის შესახებ მეჭიაურმა პრემიერ-მინისტრსა და ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, ” პარტიას ტოვებს, მაგრამ რჩება საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში, ფრაქცია ”ქართულ ოცნებაში”, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ.

”მე ვუთხარი, რომ კომიტეტსაც დავტოვებდი, თუმცა ფრაქციიდან არ ჰქონდა ამას მხარდაჭერა. მთხოვეს, რომ დავრჩენილიყავი – ვრჩები პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. მხარს დავუჭერ უმრავლესობას ძირითად საკითხებში, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც განხეთქილების მიზეზი გახდა”, – განაცხადა მეჭიაურმა და ამ კონტექსტში საგარეო ორიენტაცია დაასახელა.

თეგები: მეჭიაურიპოლიტიკაქართული ოცნება