სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“წყალტუბოში საეჭვო რეპუტაციის ადამიანები სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას ცდილობენ”

22 მაისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 27

“წყალტუბოში საეჭვო რეპუტაციის ადამიანები სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას ცდილობენ”

ირაკლი კობახიძე შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

წყალტუბოს #51-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი ფაქტისა და ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების გამო „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი განცხადებას ავრცელებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები არიან კონცენტრირებულნი. როგორც კობახიძე აცხადებს, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის სცენარზე მუშაობენ.
”წყალტუბოში საეჭვო რეპუტაციის ადამიანები სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას ცდილობენ. ადგილზე იმყოფება აკაკი ბობოხიძე, აკაკი ბობოხიძის ძმა და ზურაბ ჯიბუხაია, რომელიც აკაკი ბობოხიძის ძმასთან ერთად არის შეწყალებული. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი მუშაობენ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის სცენარზე. წყალტუბოში სიტუაციის ესკალაციისა და ხელოვნურად დაძაბვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეგები: ქართული ოცნება