შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბოს არჩევნებში ამ დროისთვის ამომრჩევლის 40 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა

22 მაისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 22

წყალტუბოს არჩევნებში ამ დროისთვის ამომრჩევლის 40 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა

საოლქო საარჩევნო კომისიაში დარღვევების მხრივ მხოლოდ 6 საჩივარია შესული.

წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 14.00 საათისთის სოფელ წყალტუბოში შუალედურ არჩევნებში 1406 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, წყალტუბოში ამომრჩეველთა 40% -იანი აქტვობა დაფიქსირდა.

საოლქო საარჩევნო კომისიაში დარღვევების მხრივ მხოლოდ 6 საჩივარია შესული, რომელიც ძირითადად საკონტროლო ფურცლებს შეეხება.

საარჩევნო ოლქში 3463 ამომრჩეველია.

ამ დროისათვის ყველაზე მაღალი აქტივობა წყალტუბოში ფიქსირდება. რიგგარეშე არჩევნები საქართველოს 7 მაჟორიტარულ ოლქში იმართება.

თეგები: არჩევნებიოქმები