სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვანის მუზეუმისა და ნაქალაქარის რეაბილიტაციისათვის 14,5 მილიონი ლარი გამოიყო

28 მაისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 144

ვანის მუზეუმისა და ნაქალაქარის რეაბილიტაციისათვის 14,5 მილიონი ლარი გამოიყო

სამუშაოები მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ვანის არქეოლოგიური მუზეუმისა და ვანის ნაქალაქარის ტერიტორიის სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას იწყებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ინფორმაციით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.
უწყების ინფორმაციით, სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტის პირველი მოადგილე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, ეროვნული მუზეუმის დირექტორი და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი მიაწვდიან.
”ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას”, – ნათქვამია განცხადებაში.


თეგები: ვანიინფრასტრუქტურაშენობა