სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში

31 მაისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში. მსუბუქი ავტომანქანა რუსთაველისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე არსებულ გზაჯვარედინზე, ე.წ. უსაფრთხოების კუნძულზე ავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, ქუთაისის ქუჩებში “უსაფრთოების კუნძულების” გაკეთება ქალაქის მერიამ გასულ წელს დაიწყო. მისი მიზანი ავტოსაგზაო მოძრაობის საპირისპირო ხარეების გამიჯვნაა. პროექტს ჰყავს მოწინააღმდეგეები, მათ შორის აქტიურობით თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია გამოირჩევა, რომელიც გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზად უსაფრთოების კუნძულების გაკეთების შედეგად გზების დავიწროებას ასახელებს.

თეგები: ავარიაგოგი წულაიაუსაფრთხოების კუნძული