სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 5 თვის მონაცემები

7 ივნისი, 2016 • ნიუპრესი • 1

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 5 თვის მონაცემები

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 34 ქვეყანაში ექსპორტირებულია 15 053 106 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 35,04 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი – 106% (1 242 523),

უკრაინა – 73% (1 853 663),

რუსეთი – 59% (7 560 974),

ბელარუსი – 77% (262 838),

ლიტვა – 46% (244 368),

პოლონეთი – 30% (835 792),

ესტონეთი – 17% (236 496),

ყირგიზეთი – 171% (107 646),

გერმანია – 31% (141 328),

კანადა – 25% (77 100),

დიდი ბრიტანეთი – 79% (52 126) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი – 7 560 974 ბოთლი;

უკრაინა -1 853 663 ბოთლი;

ყაზახეთი- 1 620 046 ბოთლი;

ჩინეთი – 1 242 523 ბოთლი;

პოლონეთი – 835 792 ბოთლი.

ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 330 333 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 69%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 7,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების – ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 61,1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის 5 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 45,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

(R)

თეგები: ეკონომიკაექსპორტიღვინო