ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის „ტორპედოს“ 70 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნება

8 ივნისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 31

ქუთაისის „ტორპედოს“ 70 წლის იუბილე  საზეიმოდ აღინიშნება

ღონისძიებებს ვეტერან ფეხბურთელთა ამხანაგური მატჩი დაასრულებს.

ქუთაისის „ტორპედო“ 70 წლისაა. ამასთან დაკავშირებით ქუთაისში, 9 ივნისს სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. სტუმრების ოფიციალური მიღება ქუთაისის მერიაში 13:30 საათზეა დაგეგმილი, 15:00 სათზე სპორტულ მუზეუმში სპეციალური გამოფენა მოეწყობა.

ცენტრალურ სტადიონის რამაზ შენგელიას სახელი ხვალ მიენიჭება. ამის აღმნიშვნელი ცერემონიალი 16:00 საათზე დაიწყება. ასევე გაიმართბა სასკოლო ლიგის ფინალი, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება.

ქუთაისს სტუმრად ეწვევა ევროპის თასის 1981 წლის მფლობელი თბილისის “დინამოს” ვეტერანი ფეხბურთელები, რომლებიც ამხანაგურ მატჩს გამართავენ ქუთაისის ,,ტორპედოს“ ფეხბურთელებთან. შეხვედრის დასაწყისია 18:00 სთ. ამით “ტორპეტოს” 70 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ოფიციალური ნაწილი დასრულდება.

თეგები: იუბილარიტორპედოქუთაისი