ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანების წინააღმდეგ მორიგი სასამართლო 14 ივნისს გაიმართება

10 ივნისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანების  წინააღმდეგ მორიგი სასამართლო 14 ივნისს გაიმართება

ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანებაში ერთდღიანი აქციის გამო გათავისუფლებული გამგეების სასამართლო პროცესი გრძელდება. ამჯერად ქუთაისის საქალაქო სასამართლო #13 ბაგა–ბაღის ყოფილი გამგის, მაკა აბულაძის სარჩელს განიხილავს. სასამართლო 14 ივნისს არის ჩანიშნული. აბულაძის ინტერესებს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებას სასამართლო დავა მოუგო #13 ბაღის გამგემ ნანა კაკურიამ. სასამართლომ გაერთიანებას კაკურიას სამსახურში დაბრუნება დაავალა, რაც გაერთიანებამ შეასრულა, თუმცა ამავდროულად, საქალაქოს სასამართლოს განჩინების გასასაჩივრებლად სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

თეგები: ბაგა-ბაღებიგამგედავა