ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სკოლებში გამოსაშვები გამოცდები ტარდება

12 ივნისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

სკოლებში გამოსაშვები გამოცდები ტარდება

მე-11 კლასელებისათვის დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები ტარდება. მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში ჩააბრებენ. ეს საგნებია: გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია და ქიმია.
გამოსაშვები გამოცდებისათვის 38 800 – ზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული. მე-11 კლასელთათვის 2015-2016 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია: 12 ივნისი – გეოგრაფია; 13 ივნისი – ბიოლოგია; 14 ივნისი – ფიზიკა; 15 ივნისი – ქიმია.
მოსწავლეებს, რომლებიც გამოსაშვებ გამოცდებზე რომელიმე საგანში ზღვარს ვერ გადალახავენ, ან გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან, შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი საგანი მეთორმეტე კლასის ბოლოს, დანარჩენ 4 გამოცდასთან (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) ერთად ჩააბარონ.