ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მეორადი ტანსაცმლის მოვაჭრეები გაუსაძლის სამუშო პირობებს აპროტესტებენ

16 ივნისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 1

მეორადი ტანსაცმლის მოვაჭრეები  გაუსაძლის სამუშო  პირობებს აპროტესტებენ

ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე, მეორადი ტანსაცმლის ბაზრობის მოვაჭრეებმა შენობაში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ელემენტარულ სამუშაო პირობების შექმნას ითხოვენ. მოვაჭრეების განცხადებით, შენობაში საპირფარეშო და წყალი არ არის, რის გამოც მუშაობა შეუძლებელია. თუ პრობლემა არ მოგვარდება, მოვაჭრეები მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

გაფიცულების მოთხოვნებს მეორადი ტანსაცმლის ბაზრის შენობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იოსებ მურუსიძემ უპასუხა. მისი განმარტებით, უკვე დაგეგმილი აქვთ შენობაში პირობების გაუმჯობესება. მურუსიძის თქმით, ერთი კვირის განმავლობაში ყველა პრობლემას მოაგვარებენ.

თეგები: აქციაბაზრობამეორადი ტანსაცმელი