ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოში წყლების გაყიდვა 10-ჯერ გაიზარდა, პურის კი 2-ჯერ შემცირდა

4 აგვისტო, 2014 • ნიუპრესი • 24

საქართველოში წყლების გაყიდვა 10-ჯერ გაიზარდა, პურის კი 2-ჯერ შემცირდა

მარკეტებში მოთხოვნა, ძირითადად, ნაყინსა და კოკა-კოლაზე გაიზარდა.

ზაფხულის ცხელი დღეები ხელს უწყობს გარკვეულ პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდას. ზოგ პროდუქციაზე კი, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისელებისთვის ზაფხული დასვენებასა და ქალაქიდან გასვლასთან ასოცირდება, მოთხოვნა მცირდება.
თუ რომელ პროდუქციაზე გაიზარდა ან შემცირდა მოთხოვნა და რამდენად აისახება ეს ფასებზე, თბილისის მცირე და მსხვილი მარკეტების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მარკეტებში მოთხოვნა ძირითადად ნაყინსა და კოკა-კოლაზე გაიზარდა. კარგად იყიდება სხვა სასმელებიც, განსაკუთრებით კი წყალი, რომელზე მოთხოვნაც 10-ჯერ გაზრდილია. თუმცა როგორც მარკეტის წარმომადგენლები განმარტავენ, მოთხოვნის ზრდას ფასების ცვლილება არ გამოუწვევია.
მათივე ინფორმაციით, მოთხოვნა შემცირდა ზოგიერთ პროდუქტზე. მაგალითად, როგორც მარკეტების წარმომადგენლები აღნიშნავენ, პურზე მოთხოვნა 2-ჯერ არის შემცირებული.
წყარო: bpn.ge

თეგები: გაყიდვამარკეტისაზოგადოებასაქართველო