ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

27 ივნისიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება

26 ივნისი, 2016 • ანი ლიპარიშვილი • 39

27 ივნისიდან პეტრე-პავლობის  მარხვა იწყება

ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, ეს მარხვა თევზით ხსნილია.

პეტრე-პავლობის მარხვა 27 ივნისს დაიწყება და ტრადიციულად 12 ივლისს , პეტრე-პავლობის დღესასწაულზე დასრულდება.
დიდმარხვასთან შედარებით პეტრე-პავლობის მარხვა მსუბუქია. როგორც წესი, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, ეს მარხვა თევზით ხსნილია.
მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

დღეს კი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამათან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.

თეგები: მარხვაპეტრე-პავლობასაქართველო