სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჭიათურაში „ეროვნული ფორუმის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ანი მიროტაძე იქნება

26 ივნისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 74

ჭიათურაში „ეროვნული ფორუმის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ანი მიროტაძე იქნება

“ეროვნული ფორუმი“ კოალიციის დატოვების შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.

ჭიათურაში „ეროვნული ფორუმის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანი მიროტაძე იქნება. მიროტაძის განცხადებით, ჭიათურაში ბევრი პრობლემაა, რომელთა გადაჭრაში მონაწილეობა მისი ვალდებულებაცაა.

„წარმოშობით ჭიათურიდან ვარ, ბევრი რამე მაკავშირებს იმ ქალაქთან. მიუხედავად იმისა, რომ ჭიათურაში დღესდღეობით ბევრი პრობლემაა, მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა – შევაჩეროთ რეგრესი და რაც შეიძლება მალე დაიწყოს პროგრესი. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად, ჩემი ვალდებულებაცაა“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ეროვნული ფორუმი“ კოალიციის დატოვების შემდეგ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილოებას არჩევნებში.

თეგები: არჩევნებიჭიათურა