ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ახალი სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაერთიანების ფილიალებში მოხდება.
რეგისტრაციისთვის საჭიროა რამდენიმე დოკუმენტაცია, მათ შორის: მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ბაგა-ბაღში მიღების შესახებ, ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი), ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე 2 ცალი ფოტოსურათი ზომით 3×4.
თუ ბავშვი სოციალურად დაუცველი, ან დევნილის სტატუსის მქონე ოჯახის შვილია, საჭიროა სოციალურად დაუცველის, ან დევნილის მოწმობა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში – ფორმა #100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაღში მიღების თაობაზე.
შეგახენებთ, რომ ახალ სასწავლო წლის დაწყებამდე, მათ ვინც ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს, მორიგე ბაღებში შეუძლიათ სწავლის გაგრძელება.
საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია სექტემბერში დაიწყება
29 ივნისი, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1
თეგები: ადმინისტრაცია • ბაღი • განცხადება
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები