ქუთაისში ფეხმძიმე ქალს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მაშინ მოხდა, როდესაც ქალბატონი ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა. მოქალაქემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
შსს–ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი პუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.